ინსტრუქცია შპს „პონტუს გონიოსთან“ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დისტანციურად გაფორმების, ანგარიშსწორების დადასტურების და სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლამდე, სასტუმრო ნომრის გასხვისების შესახებ


ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დისტანციურად გაფორმების დროს, კომპანიის გაყიდვების მენეჯერი მყიდველს, მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის ორ შეტყობინებას:
ü პირველ შეტყობინება, მყიდველს ეგზავნება კომპანიის ცენტრალური გაყიდვების სამსახურის ოფიციალური მეილიდან: sales@pontus.ge, რომელშიც ხელშეკრულებას მინიჭებული ექნება ნომერი და აღნიშნულ შეტყობინებაში მოცემული იქნება შემდეგი ინფორმაცია:
„ხელშეკრულება № * შედგენილია და ელოდება თქვენს ხელმოწერას.
შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ წერილი შემდეგ ელ. მისამართზე: sales@pontus.ge ან
დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: (+995) 557 51 11 11 / (+995) 558 51 11 11

მეორე შეტყობინება მყიდველს ეგზავნება მას შემდეგ, რაც ცენტრალური გაყიდვების სამსახური მყიდველის მხრიდან ხელმოწერილ ხელშეკრულებას მიიღებს. აღნიშნულ შეტყობინებაში მოცემული იქნება შემდეგი ინფორმაცია:
„ხელშეკრულება № * კომპანიის ცენტრალურმა გაყიდვების სამსახურმა მიიღო და გიბრუნებთ კომპანიის მხრიდან ხელმოწერილ ვარიანტს. ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულება დარეგისტრირდა და ინახება შპს „პონტუს გონიოს“ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების აღრიცხვის სისტემაში.

შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ წერილი შემდეგ ელ. მისამართზე: sales@pontus.ge ან
დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: (+995) 557 51 11 11 / (+995) 558 51 11 11

სასტუმრო ნომრის შესაძენად განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციების დადასტურება:

ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით/ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები გადახდილად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც შესაბამისი თანხა ჩაირიცხება ხელშეკრულებაში მითითებულ კომპანიის - შპს პონტუს გონიოს საბანკო ანგარიშზე, გადარიცხვის ან ბანკის სალაროდან თანხის კომპანიის ანგარიშზე შეტანის გზით.

შპს პონტუს გონიოს საბანკო ანგარიშზე, ნასყიდობის ფასი უნდა აისახოს სრულად, ზუსტად იმ ოდენობით, რომელიც გაწერილია ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაში და მის შესაბამის დანართში. ბანკისა და შუამავალი ბანკის გადარიცხვის საკომისიოებს, სრულად იხდის მყიდველი.

ოფიციალური შეტყობინება, რომელიც ადასტურებს მყიდველის მიერ თანხის გადახდებს, მყიდველს ელექტრონულ ფოსტაზე მიეწოდება, მასზე მიმაგრებული გაყიდვების მენეჯერის მხრიდან.



მესაკუთრის მიერ სასტუმრო ნომრის გასხვისების პროცედურა, სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლამდე:

თუ სასტუმრო ნომრის მესაკუთრე, სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლამდე და შესაბამის უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე, გადაწყვეტს სასტუმროს ნომრის გასხვისებას, ეს შესაძლებელი იქნება მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, რომელიც ხორციელდება შემდეგი პროცედურების დაცვით:
სასტუმროს ნომრის გასხვისების სურვილის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია შესთავაზოს გამყიდველს (შპს პონტუს გონიოს) სასტუმროს ნომრის უპირატესად შესყიდვა. გამყიდველს ექნება 2 (ორი) კვირიანი ვადა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებისთვის. იმ შემთხვევაში თუ, გამყიდველი არ უპასუხებს მყიდველს მითითებულ ვადაში ან უარს განაცხადებს უპირატესი შესყიდვის უფლებაზე, მყიდველი უფლებამოსილი იქნება გაასხვისოს სასტუმროს ნომერი მესამე პირზე.
სასტუმრო ნომრის მესამე პირზე გაყიდვის მსურველმა, უნდა მიმართოს კომპანიის გაყიდვების მენეჯერს და მოითხოვოს ცნობა მის მიერ ბინის ღირებულების გადახდის მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ცნობის მიღების შემდეგ, გაყიდვების მენეჯერთან აგზავნის განცხადებას, რომელშიც უთითებს იმ პიროვნების თუ კომპანიის რეკვიზიტებს, რომელსაც სურს მისგან სასტუმრო ნომრის შეძენა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზეც კომპანიის იურისტები ამზადებენ მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებას/შეთანხმებას და აწვდიან გამყიდველსა და ახალ მყიდველს გასაცნობად და ხელმოსაწერად.
აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება ფორმდება მხოლოდ კომპანიის გაყიდვების ოფისებში, ანუ გამყიდველი და მომავალი მყიდველი, გაყიდვების მენეჯერის თანდასწრებით აფორმებენ აღნიშნულ კონტრაქტს და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ ითვლება მოთხოვნის უფლების ხელშეკრულება გაფორმებულად. ალტერნატიულად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება შესაძლოა გაფორმდეს სანოტარო წესით და წარედგინოს შპს „პონტუს გონიოს“ შემდგომი დადასტურების მიზნით. მოთხოვნის უფლების დათმობა, ფიქსირდება და ინახება შპს „პონტუს გონიოს“ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების აღრიცხვის სისტემაში.