ზოგადი ინფორმაციაწინამდებარე ვებგვერდი წარმოადგენს შპს “პონტუს გონიო” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 445664255) („კომპანია“) საკუთრებას. კომპანია თავად არეგულირებს ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს.
ვებგვერდზე სტუმრობით, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის / მომსახურების გამოყენებით, ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების დაფიქსირებით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების წესებს და პირობებს.
წინამდებარე წესები და პირობები შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს კომპანიის მიერ, გარკვეული პერიოდულობით. აღნიშნული ცვლილებები ან/და განახლებული წესები და პირობები დაფიქსირდება მოცემულ ვებგვერდზე.
შეგროვებული ინფორმაცია
წინამდებარე ვებგვერდის გამოყენების პროცესში, ჩვენი მომხმარებლების შესახებ შესაძლოა შევაგროვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, დაინტერესების სფერო, საქმიანობის სფერო ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ემსახურება თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოწოდებას ან/და მომსახურების გაწევას.
ინფორმაციის გამოყენების მიზანი
ჩვენი მომხმარებლების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნებისთვის:
- თქვენთანურთიერთობისთვის;
- თქვენიმოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ან/და თქვენთან თანამშრომლობის დამყარების მიზნით;
- ჩვენიბიზნეს საქმიანობის განვითარების მიზნით;
- ჩვენიმომსახურებისა და პროდუქტების შესახებ მომხმარებლების / პოტენციური მომხმარებლებისმოსაზრების, რჩევებისა დარეკომენდაციების მიღებისა და დამუშავების მიზნით;
- მომხმარებელთაპრეტენზიებსა და საჩივრებზე რეაგირების მიზნით;
- ასევე კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების, მისი გაადვილების, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის, კომპანიაზე მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების, მომსახურების გაწევის მიზნებით.
- ნებისმიერი სხვა ლეგიტიმური მიზნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავებაკომპანიის მიერ მომხმარებლებისგან შეგროვებული პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. კერძოდ:
- რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
- რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი;
- რა არის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემისსაფუძველი და მიზანი.
- ასევე თქვენ როგორც მონაცემთა სუბიექტს უფლება გაქვთ თქვენი პერსონალური (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
მონაცემების შენახვა ხორციელდება არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან/ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 3 წლისა (გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა). მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს კომპანიას და განახორციელოს მისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებების რეალიზება.
შპს პონტუს გონიო-ს ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელსაც მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მიმართოს მისი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების რეალიზების მიზნით, კერძოდ მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მის მეილზე წერილობით, ოფიცერი შემსრულებლის მოთხოვნაზე, მიმართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს პასუხს, ოფიცრის მონაცემები: - გიორგი შერმადინი, საკონტაქტო მეილი
legal@safco.ge.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი ვიზიტორების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენთვის გამჟღავნებული ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციის გამცემი პირის ერთპიროვნულ და ექსკლუზიურ საკუთრებას.
კომპანია უზრუნველყოფს თქვენს მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას თქვენს მიერ კომპანიისთვის ინფორმაციის მოწოდების დროს, მესამე პირების მხრიდან თქვენი მონაცემებთან არასანქცირებულ წვდომაზე.
კომპანიის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ინტელექტუალური საკუთრება
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის ლოგოები, სავაჭრო ნიშან(ებ)ი და ყველა სხვა მასალა წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას. დაუშვებელია წინამდებარე ვებგვერდის შინაარსის, ლოგოების, სავაჭრო ნიშნების და სვა მასალის მთლიანად ან ნაწილობრივ კოპირება, გამოყენება, გადაცემა ან შენახვა.
კომპანიის პასუხისმგებლობა
კომპანია პასუხისმგებელია მისი უშუალო ბრალით დამდგარ პირდაპირ და დადასტურებულ ზიანზე. კომპანიის პასუხისმგებლობა ნებისმიერი არაპირდაპირი ზიანისთვის და მიუღებელი შემოსავლისთვის პირდაპირ გამოირიცხება.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე / ზარალზე, რაც არ არის გამოწვეული კომპანიის უშუალო ბრალეული ქმედებით. მათ შორის, კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე და ზარალზე, რაც გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსების ზემოქმედებით, კიბერშეტევებით, ასევე ყველა შემთხვევაზე, სადაც გამოირიცხება კომპანიის ბრალეულობა და ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანია არ იძლევა გარანტიას ვებგვერდის უწყვეტ და უსაფრთხო მუშაობასთან და წვდომასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი რისკები, გთხოვთ, მიიღოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები.
საკონტაქტო ინფორმაცია
წინამდებარე წესებთან და პირობებთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
მისამართი: ქ. ბათუმი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი, N 3; ქ. ბათუმი 26 მაისის ქუჩა #50, ბათუმი, საქართველო
ელ ფოსტა
sales@pontus.geტელეფონი:
(+995) 557 51 11 11