ბათუმი ულამაზესი ისტორიული ქალაქია, რომელიც ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტ ტურისტს იზიდავს:
ადგილი, სადაც მთები ერწყმის ზღვას
500-ზე მეტი რესტორანი და ბარი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამზარეულოების მრავალფეროვან მენიუს შემოგთავაზებენ.
100 ჰექტარზე გაშლილი უნიკალური მცენარეების საცავი საუკეთესო ადგილია ბუნებასთან სიახლოვისა და ფოტოსესიებისთვის.
არქიტექტურის მოყვარულები ისტორიული შენობების ნახვით ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან.
ბათუმის ბულვარი ზღვის გასწვრივ 7 კილომეტრზეა გაშლილი და საუკეთესო ადგილია სეირნობისა თუ შეხვედრებისთვის.
ისინი, ვისაც ღამის ცხოვრება და აქტიური გართობა მოსწონთ, შეძლებენ ეწვიონ მრავალფეროვან კლუბებსა თუ კაზინოებს.